მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან გეკა გელაძეს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის.

"დღეს გავრცელდა განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გეკა გელაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. მსურს, მადლობა გადავუხადო მას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის. გეკა გელაძეს წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. პარლამენტში უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის თაობაზე, რომელსაც დღეს გადავცემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. ოთხშაბათს პარლამენტში მის კანდიდატურაზე კენჭისყრა ჩატარდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც გააცნო.პარლამენტის ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2