მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად ვიყენებთ, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა, წერს მედია Delfi-ზე დაყრდნობით.

კულსბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრო ყველაზე ძვირფასია, რაც შეიძლება არსებობდეს.

„ჩვენ დროის ყიდვა არ შეგვიძლია. მათ [უკრაინელებმა] მოსამზადებლად დრო მოგვცეს, მაგრამ ჩვენ მას არასწორად ვიყენებთ“, - განაცხადა კულბერგსმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თითოეული დღე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მშვიდობა.

თუმცა, მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ რუსებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში - სპორტში, კულტურასა და სხვა სფეროებში - დაბრუნების საშუალება ეძლევათ.

"ჩვენ მათ კვლავ ვანორმალიზებთ" - განაცხადა კულბერგსი.

მისი აზრით, აუცილებელია ევროპული საზოგადოების უფრო ფართო ინფორმირება რეალობის შესახებ.

ცნობისთვის, ლატვიის პრემიერმა ადრეც მოუწოდა ევროპას, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივები გამოეყენებინა. მისივე განცხადებით, ევროპას თავის უსაფრთხოებაში გადახდა ევროებით შეუძლია, ლატვია კი ამისთვის ადამიანებით გადაიხდის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2