მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება საქართველოს ფინანსურ ბაზრებს გახდეს უფრო ღრმა და აქტიური და ამ გზაზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ საყრდენს სწორედ Nasdaq Calypso-ს საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვა წარმოადგენს, - ამის შეწსახებ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ჯუღელმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში.

"პროექტის მონაწილე ხუთი ბანკი ბაზრის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს, თუმცა პროექტი მოიაზრებს მომავალში უფრო მეტად გაფართოებას და ახალი მონაწილე ბანკების დამატების შესაძლებლობას", - აღნიშნა ლაშა ჯუღელმა.

მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახაზინო ინფრასტრუქტურის საჭიროება წარმოშვა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებით და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "ტერაბანკი" და "ბაზისბანკი" სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2