მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ავიაცია, საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები და რკინიგზა - საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ 29 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30 პროცენტით აღემატება. დადებითი დინამიკაა მგზავრთა გადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 6 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.

13 მილიონ ტონას გადააჭარბა დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში. მონაცემები, გასულ წელთან შედარებით, 24 პროცენტით მეტია. 9 პროცენტით არის გაზრდილი ნავსადგურებში კონტეინერების მოცულობა.

გადაზიდვების მიმართულებით, რეკორდული ციფრები დაფიქსირდა სარკინიგზო სექტორში და 9,7 მილიონ ტონას მიაღწია. ციფრები, 2025 წელთან შედარებით, 11 პროცენტით მეტია. რკინიგზაში არსებული დინამიკა საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლზე მიუთითებს.

სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებულ ტემპზე აკეთებს აქცენტს პრემიერ-მინისტრი.

საგარეო ვაჭრობის ბოლო მონაცემებზე განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა "საქსტატმაც". უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით არის გაზრდილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2