მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელს, რიგი პარტიების აკრძალვის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატება.

"ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განხილვის საგანი იყო და რაც გადაწყდა არის ის, რომ ამ კვირაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი და პარტიების ჩამონათვალს დაემატება "გახარია საქართველოსთვის" პარტია.

ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განხილვის საგანი იყო და რაც გადაწყდა, არის ის, რომ ამ კვირაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი და პარტიების ჩამონათვალს დაემატება "გახარია საქართველოსთვის" პარტია.

დარწმუნებული ვარ, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული სარჩელში, რომელი სარჩელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში - პასუხი არის ძალიან მარტივი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მივეცით შანსი, რომ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ ვნახეთ რა, პირველი და ყველაზე მთავარი - არაღიარება, უხეში და თავხედური კონსტიტუციური წყობილების, ამის ირგვლივ, კი უამრავი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით, კომენტარებში, თუ მათ ქმედებაში. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რა და ვის ძალას წარმოადგენენ ისინი რეალურად. არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო ფერსა და ნომერს, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ტოლფასია შენი ქვეყნის ინტერესების ღალატის," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2