მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო.უმრავლესობის წევრებმა ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილეს.სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და გადასახადი დაეკისრება იმ პირებს, ვისი შემოსავალიც 100 ათასი ლარიდან იწყება. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს მოკლე და საშუალოვადიან გეგმებსა და სამთავრობო სტრატეგიაზე, კერძოდ, იმ ძირითად საკითხებსა და ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში არის დაგეგმილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2