მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიამ წარმატება უსურვა გეკა გელაძეს და თამაზ ბორაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის უფროსად წარადგინა.

"გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2