მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული
პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული

რუსთავი 214 სექტემბერი, 2026, 22:48|rustavi2.ge

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის.

„მიზეზი არის მარტივად პოლიტიკური. ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას და რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ესკალაციის მუდმივი მცდელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში საბოლოო მიზანი იყო მეორე ფრონტისკენ ჩვენი ქვეყნის წაქეზება. ეს კონკრეტული ფაქტებით იყო გამოხატული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო სანქციებთან მიერთება. მოლდოვა დღემდე არ არის მიერთებული ამ სანქციებზე, დსთ-ც კი არ დაუტოვებია დღემდე, ახლა დაიწყეს აქტიური საუბრები ამ თემაზე, არცერთი კრიტიკული განცხადება, არაფერი. საქართველოსთან დაკავშირებით გახსოვთ, რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მებრძოლი-მოხალისეების გაგზავნა, დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, უამრავი რამ. ამას თან ერთოდა ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც დაიწყო 2022 წელს. 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის. ეს იყო პირველად როცა დაიწყო ომი უკრაინაში, მაშინ გააჩაღეს პირველი ქსენოფობიური კამპანია, მეორე დაემთხვა მობილიზაციის კამპანიას, რომელიც რუსეთში პუტინმა გამოაცხადა და ამას მოჰყვა მიგრაციული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში და მესამე კამპანია 2022 წელს დაემთხვა ტურისტულ სეზონს. სამივე შემთხვევაში იყო მიზანი პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. პოლიტიკური მიზანი იყო მაქსიმალური ესკალაცია, ხელოვნური პრობლემების შექმნა, პოლიტიკური პრობლემების შექმნა. ეკონომიკური მიზანი იყო ეკონომიკის დასუსტება. რატომაც ითხოვდნენ ჩვენგან სანქციებთან მიერთებას, რასაც მოლდოვისგან არავინ არ ითხოვდა არც შიგნით, არც გარეთ, ზუსტად იმ მიზეზების გამო გამართეს ეს ქსენოფობიური კამპანიები. ახლა დაემატა წელსაც, წელსაც კი. მანამდე შუალედში იყო, საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ვერ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ხმელეთით ლარსიდან შემოსულ რუს ტურისტს შორის. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი, მაგრამ გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამ ქსენოფობიურ კამპანიაში მთელი აგენტურაა ჩართული, პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია და ა.შ. ცოტა ხნის წინ ვუსმენდი რადიკალური ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ წარმომადგენელს, ბატონ გვარამიას, რომელიც 5 წუთის ინტერვალით ჯერ საუბრობდა სომხეთზე და სომხეთს მოუწონა ის, რომ მათ დაძლიეს ის ტრავმა, რომელიც დაკავშირებული იყო თურქეთთან და თურქებთან, ეს მოუწონა. თქვენ იცით, რომ სომხეთში თაობები გაიზარდა ამ ტრავმით. ამაზე იყო საუბარი თაობიდან თაობამდე და გვარამიამ მოუწონა სომხებს, რომ ეს ტრავმა დაძლიეს, რაც აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ პრაგმატულად გაეგრძელებინათ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. აქედან დაახლოებით 5 წუთში აცხადებს, რომ რუსეთი არის ისტორიული მტერი და დამოკიდებულებაც უნდა იყოს ასეთი. თვითონვე საკუთარ აბსურდში იხლართებიან. საუბარია რუსეთზე და რუსებზე“, - განაცხადა პრემიერი-მინისტრმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება

რუსთავი 2

ფაქტები არის ყველაზე მარტივი ილუსტრაცია იმისა, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ფაქტებით საუბარი, რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება? - ირაკლი კობახიძე

ფაქტები არის ყველაზე მარტივი ილუსტრაცია იმისა, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ფაქტებით საუბარი, რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება? - ირაკლი კობახიძე

რუსთავი 2

ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ

ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ

რუსთავი 2

პრემიერი: უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ ჩვენს ხელისუფლებას, აქვს მკაფიო წითელი ხაზები