მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს | Rustavi2
პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს | Rustavi2

პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები.

„რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება - ჩვენ გვახსოვს ფაქტები, ლარსზე როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი. ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფობები ამ ქვეყანაში. მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“ და ასე შემდეგ და ეს მათ შორის საქმითაც იყო გამოხატული.

როდესაც საუბარია პრორუსულობაზე, ზოგადად ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგებით მინდა ვცადო იმის წარმოჩენა, თუ ვინ შეიძლება შეფასდეს პრორუსულად და ვინ არა. ორი ხელისუფლება ერთმანეთს შევადაროთ. რა შედეგი მიიღო რუსეთმა საქართველოში 2004-2012 წლების განმავლობაში - ეს იყო, პირველ რიგში, ტერიტორიული ექსპანსია. ვიდრე მოხდებოდა 2008 წლის ომი, საქართველო დე-ფაქტოც აკონტროლებდა აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, კოდორის ხეობას და აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, მათ შორის მთლიანად ახალგორის მუნიციპალიტეტს და ასევე ლიახვის ხეობის ძალიან დიდ ნაწილს. რუსეთმა მოახერხა ტერიტორიული ექსპანსია, საქართველოს ტერიტორიაზე დე-ფაქტო კონტროლის გაფართოება და შემდეგ ამას მოაყოლა ეგრეთ წოდებული აღიარება, რაც იყო კიდევ ერთი დარტყმა ჩვენთვის. მეორე ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია. ცნობილია რამდენიმე ათეული კომპანიის ჩამონათვალი, ეს სია არაერთხელ გამოქვეყნდა. საუბარია ჰესებზე, ენერგეტიკულ კომპანიებზე, სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი ფორმით რუსულმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებმა შეიძინეს საქართველოში. 2012 წლიდან ნული ასეთი ფაქტი. თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ პირდაპირი თუ ირიბი ფორმით რუსული კომპანიები. ეს ხდებოდა 2012 წლამდე.

დღეს არა თუ ახალი კომპანიები არ დამატებია ამ ჩამონათვალს, ძველებიც გავიდნენ. ეს არის მარტივი მოცემულობა - წინა ხელისუფლების პირობებში შედეგი იყო ეს - რუსეთს ჰქონდა ტერიტორიული წინსვლა და ეკონომიკური წინსვლა, ორივე მიმართულებით ექსპანსია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნული ტერიტორიული წინსვლა - ერთი სამწუხარო ჩორჩანას ეპიზოდი იყო და ამ ეპიზოდის ავტორიც ძალიან კარგად მეგობრობს ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, პირდაპირ არის მათთან დაკავშირებული, და ნული ეკონომიკური წინსვლა. ეს არის მარტივად შედეგები რომ შევადაროთ ერთმანეთს. თქვენ ვერ იტყვით, რა სარგებელი მიიღო რუსეთის ფედერაციამ საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ხოლო რა სარგებელი მიიღო 2004-2012 წლებში ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება - ტერიტორიული წინსვლა და ეკონომიკური ექსპანსია ორივე მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
  • "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებიფორმულა
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადებაBM.GE
  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
თბილისში →რუსული →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა რთულია, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციაში - დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნება

ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა რთულია, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციაში - დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნება

რუსთავი 2

პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდა

პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდა

რუსთავი 2

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

რუსთავი 2

რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები - პაატა ზაქარეიშვილი

რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები - პაატა ზაქარეიშვილი

რუსთავი 2