მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ძალიან მკაფიო პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში - არ გვექნება არანაირი პოლიტიკური კავშირი, სანამ არ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - ნიკოლოზ სამხარაძე
ძალიან მკაფიო პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში - არ გვექნება არანაირი პოლიტიკური კავშირი, სანამ არ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - ნიკოლოზ სამხარაძე

რუსთავი 215 სექტემბერი, 2026, 01:18|rustavi2.ge

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რუსეთთან მიმართებაში მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა აქვს. ამის შესახებ მან გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა არ ექნება, სანამ ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება:

"ჩვენ 18 წლის განმავლობაში, ვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რაც ხელთ გვაქვს. მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც არის ერთადერთი ადგილი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. სხვა ვერცერთ შეხვედრას ვერ დამისახელებთ, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში - ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არანაირი პოლიტიკური კავშირი, არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა და არც დიპლომატიური ურთიერთობა სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, სანამ არ მოხდება ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ახლა, თქვენ ამას პრორუსულს დაარქმევთ, პროვენესუელურს თუ პროავღანურს, ეს თქვენი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, თქვენ აზრს ვერ შეგაცვლევინებთ, თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მე ვარ რუსი, ფრანგი ან იაპონელი, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინესიმედი
  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 15 სექტემბერს

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 15 სექტემბერს

რუსთავი 2

პრემიერი: ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ, ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე

უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

რუსთავი 2