მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.

„მე მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით - ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, დაგვეცვა მტკიცედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად. ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს, ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას. ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ე.წ. დამოუკიდებლობას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

რუსთავი 2

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2