მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას | Rustavi2
ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

2000-იანი წლებიდან, შესაძლოა, უფრო ადრეც კი, საქართველომ აქტიურად დაიწყო დასავლური ტრადიციების, დასავლური ცხოვრების წესისა და დასავლური ტიპის პოლიტიკის განხორციელება. ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორად ქცევას, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, Trump Tower-ის პროექტზე საუბრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილისა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა თქმით, საქართველო აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.

"მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შედარებით პატარა ქვეყანაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა შთამბეჭდავია. ეს ძალიან საინტერესოა. ამას ხშირად ვერ ნახავთ.

ქვეყნების უმეტესობა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, დიდ შრომით რესურსებს ფლობენ. საქართველო კი, ამ თვალსაზრისით, არ არის დიდი ქვეყანა. ამიტომ ამ სხვაობას უბრალოდ ძალიან გონივრული პოლიტიკით ავსებთ.

როგორც უკვე ვთქვი, ტექნოლოგიების ათვისება, სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბება, ნავთობისა და გაზის მილსადენის მნიშვნელოვანი დერეფნის ფუნქცია, რა თქმა უნდა, ტურიზმი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ… ზოგადად, უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ვფიქრობ, ამისთვის ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს შექებას.

საქართველო რეალურად არის გზაჯვარედინი ევროპას, აზიას, რუსეთსა და თურქეთს შორის. აქ გადის სავაჭრო მარშრუტები, უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის მიმართულება...

ეს მსოფლიოს მართლაც საინტერესო კუთხეა და ვფიქრობ, ქართველებმა უნდა იამაყონ იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ისეთი ზრდა, როგორიც საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა. 2024 წელს ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, 2025 წელს კი დაახლოებით 8%. ეს მართლაც გამორჩეული ზრდაა და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ზელენსკი: დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზეფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის ძალებს" შექმნისიმედი
  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

რუსთავი 2

"გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რუსთავი 2

გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები - გიორგი ვოლსკი

გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები - გიორგი ვოლსკი

რუსთავი 2