მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჭკვიანი ზურგჩანთა, რომელიც გაკვეთილების ცხრილს თავად არეგულირებს და მოსწავლეს აჩვენებს, რამდენი და რომელი წიგნი ჰქონდეს ჩანთაში - ქუთაისელმა თემურ ადეიშვილმა და ლევან ჭოლაძემ ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს
ჭკვიანი ზურგჩანთა, რომელიც გაკვეთილების ცხრილს თავად არეგულირებს და მოსწავლეს აჩვენებს, რამდენი და რომელი წიგნი ჰქონდეს ჩანთაში - ქუთაისელმა თემურ ადეიშვილმა და ლევან ჭოლაძემ ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 07:24|rustavi2.ge

საკუთარმა გამოგონებამ ახალგაზრდებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა. ქუთაისელმა თემურ ადეიშვილმა და ლევან ჭოლაძემ ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს - ჭკვიანი ზურგჩანთა, რომელიც გაკვეთილების ცხრილს თავად არეგულირებს და მოსწავლეს აჩვენებს, რამდენი და რომელი წიგნი ჰქონდეს ჩანთაში.

ჭკვიან ჩანთას მონიტორი და სპეციალური მექანიზმი აქვს. მას შემდეგ, რაც მოწყობილობაში ცხრილი ჩაიტვირთება, ეს მექანიზმი იწყებს დღეების მიხედვით ცხრილის რეგულირებას.

ჭკვიანი ზურგჩანთა, სულ მალე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ, სანამ მოსწავლეებამდე მივა, გამომგონებლები ფიქრობენ, რომ მას კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაამატონ. როგორც ქართველმა გამომგონებლებმა გვითხრეს, მათ მიერ შექმნილ ჩანთას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ელენე ქოჩიაშვილი ნებულა AI ჰაბის ტრენერია. ქართველმა ახალგაზრდებმა გამოგონებაზე რამდენიმე თქვე მასთან ერთად იმუშავეს.

ქუთაისის მომავალი თაობა ყოველდღიურად ეუფლება მომავლის პროფესიებს, ავითარებს ახალ უნარებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქუთაისის AI ჰაბს, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აახლოებს. ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში ჩადებული ინვესტიციების მთავარი მხარდამჭერი კი "ჯორჯიან მანგანეზია".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

რუსთავი 2

"გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რუსთავი 2

გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები - გიორგი ვოლსკი

გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები - გიორგი ვოლსკი

რუსთავი 2