
მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია - გია ვოლკი "იგლ ჰილსზე"
"მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებულ შემოტევას კონსერვატიული მოძრაობა აძლიერებს.
"გამოდის, რომ შემოტევა, რომელიც ხორციელდება, ერთი მხრივ, გარკვეული ჯგუფის მიერ, ვისაც შეიძლება, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვუწოდოთ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით.
მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება საკმაოდ მძიმე ვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge