
გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები - გიორგი ვოლსკი
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას მოითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს, ინსტიტუტების შეურაცხყოფასა და, უცხოელ ლობისტებთან ერთად, ეროვნული ინტერესების დაზიანებას ასახელებს.
"გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები, რომელიც ახლა, ბოლო პერიოდშიც, გაცილებით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის რეალური სურათი არსებობდა, მაგრამ ეს სურათი იმდენად არ ჩანდა მთლიან კონტექსტში, რომელიც დღეს ახასიათებს პოლიტიკურ ველს. კოლექტიური "ნაცმოძრაობა," რომელიც მართულია, რომელიც დაფინანსებულია, შეივსო გარკვეული ტაქტიკით, გარკვეული სტრატეგიული გეგმით, რომელიც ამ შემთხვევაში გახარიას პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. ეს არის ჩვენი არგუმენტები, სასამართლო განიხილავს მას და დასაბუთება როგორი ექნება მის საბოლოო გადაწყვეტილებას, ამას ყველანი ერთად უნდა დაველოდოთ," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge