მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე
"გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე

"გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 08:36|rustavi2.ge

დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას.

"პერიოდულად, ცალკეული ადამიანების მხრიდანაც და პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებშიც ვკითხულობთ მათ რეალურ დამოკიდებულებას იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და თვითონ შინაარსი და ხასიათი ამ პოლიტიკური ძალისა, კოლექტიური "ნაცმოძრაობისა," გამოიკვეთება ხშირ შემთხვევაში.

რეალურად მათ ოჯახებზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევა, გამოხატავს არა მარტო შინაარსს ამ ხალხის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული, არამედ გარკვეული დაძაბულობის და გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობას. ეს არ არის შემთხვევითი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დარინა მიქელაძემ დაავადებული ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია არაერთხელ გამოიყენა და მათი მკურნალობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრიობაც ეჭვქვეშ დააყენა - მის ამ ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" მისი აქტივისტის განცხადებები ამ დრომდე არ გაუკრიტიკებია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

რუსთავი 2

პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

რუსთავი 2

საფრანგეთში, პოლიციის შესახებ ახალმა კანონპროექტმა საპროტესტო აქციები გამოიწვია

საფრანგეთში, პოლიციის შესახებ ახალმა კანონპროექტმა საპროტესტო აქციები გამოიწვია

რუსთავი 2

საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

რუსთავი 2