მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 08:43|rustavi2.ge

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით, უდიდესი სიხარული მიენიჭა მთელ კაცობრიობას, რადგანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მესია, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთური ტანჯვისაგან და მიეცა ადამიანს შესაძლებლობა, რომ სამოთხეში მოხვედრილიყო. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვები. ბათუმში, საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შიო III ავლენს სადღესასწაულო წირვას," - განაცხადა არქიმანდრიტმა, მამა იოვანემ (მჭედლიშვილი).

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

რუსთავი 2

პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

რუსთავი 2

საფრანგეთში, პოლიციის შესახებ ახალმა კანონპროექტმა საპროტესტო აქციები გამოიწვია

საფრანგეთში, პოლიციის შესახებ ახალმა კანონპროექტმა საპროტესტო აქციები გამოიწვია

რუსთავი 2

საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

საფრანგეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

რუსთავი 2