მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 11:26|rustavi2.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული, ტყის აღდგენის კომპლექსური პროექტის ფარგლებში 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ამ ეტაპზე, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.

"სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს, რაც, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებიც. აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელებას," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2 600 ჰექტრამდე ფართობზე განახორციელებს. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტრამდე ფართობზე იქნება განხორციელებული.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა

"იგივე ჯგუფი, რომელმაც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, ახლა აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილი

"იგივე ჯგუფი, რომელმაც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, ახლა აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2

იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას კორძისთან თანამშრომლობით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ამ კითხვით "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას მიმართა

იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას კორძისთან თანამშრომლობით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ამ კითხვით "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას მიმართა

რუსთავი 2

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ნაცმოძრაობის" და "ალტ-ინფოს" ერთობა, ეს არის ერთიანი ქსენოფობიური ჯგუფი" - შალვა პაპუაშვილი

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ნაცმოძრაობის" და "ალტ-ინფოს" ერთობა, ეს არის ერთიანი ქსენოფობიური ჯგუფი" - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2