მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური | Rustavi2
შალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური | Rustavi2

შალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ის, რომ გახარია "ნაცმოძრაობის" ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ეს ჩანდა თავიდანვე, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარტია "საქართველოსთვის" არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, რის გამოც არის ანტიკონსტიტუციური.

"უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო - 4, 5, 9, 25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, - მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.

ეს თავიდანვე ცხადი იყო, მათ შორის იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ დეპუტატების პირველ ჯგუფს მანდატები შეუწყდათ კიდევაც იმიტომ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს. მხოლოდ მაშინ, როცა 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, - მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, - რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში.

ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარდგენილი არის განსახილველ სარჩელში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძზე: „რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრაიმედი
  • პაპუაშვილი: ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსება უნდა გაირკვესფორმულა
  • "სწორი არ არის სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა" - პაპუაშვილი ღარიბაშვილზეBM.GE
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
პაპუაშვილი →პარტია →

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე

რუსთავი 2

პატრიარქი ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ლიტურგიას ასრულებს

პატრიარქი ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ლიტურგიას ასრულებს

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იმყოფება

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იმყოფება

რუსთავი 2

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ

რუსთავი 2