მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 11:53|rustavi2.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Glodow Nead Communications“ ორგანიზებით, საქართველოს ღვინის თემაზე მომუშავე ამერიკული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანსა და კომპანიას ეწვივნენ. მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.ამერიკელი სტუმრების ჯგუფში „Glodow Nead Communications“-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექს ფონდერნი, ციფრული ბიულეტენის „WineSpeed“ რედაქტორი და წიგნის „ღვინის ბიბლია“ ავტორი კარენ მაკნილი, „Apple News“-ის ავტორი შერლინ პიტერსი, ჟურნალის „Blood of Gods“ დამფუძნებელი და გამომცემელი სტეისი ბიუკენენი და სომელიე და ღვინის მწერალი პიტ ჰოლანდი იყვნენ.„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის. ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თავად გაეცნონ საქართველოს, დააგემოვნონ ქართული ღვინო და სამზარეულო, შეხვდნენ ღვინის მწარმოებლებს და უკეთ გაიცნონ ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. ვფიქრობ, მათ უკვე შეიყვარეს საქართველო, მისი სტუმართმოყვარეობა და ქართული ღვინო. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ისინი ამერიკაში თავიანთ მკითხველებსა და აუდიტორიას გაუზიარებენ და მათაც გაუჩნდებათ სურვილი, თავად ეწვიონ საქართველოს და აღმოაჩინონ ქართული ღვინისა და კულტურის უნიკალურობა“, - აღნიშნა ალექს ფონდერნმა.ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მისი ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს. აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, რომელიც მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით გამოირჩევა.ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის არაერთი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას და ამერიკელ მომხმარებელში მის მიმართ ინტერესის გაძლიერებას ემსახურება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - "რუსთავი 2-ზე" დღეს დებატებია

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - "რუსთავი 2-ზე" დღეს დებატებია

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის "ურთიერთზიზღი ბუნებრივია" და "ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები", ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა

"იგივე ჯგუფი, რომელმაც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, ახლა აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილი

"იგივე ჯგუფი, რომელმაც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, ახლა აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2