
28 000-ზე მეტი სტუდენტისთვის დღეს სწავლა დაიწყო - თსუ-ში სტუდენტებს რექტორი და ფაკულტეტების დეკანები შეხვდნენ
28 000-ზე მეტი სტუდენტისთვის დღეს სწავლა დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს რექტორი და ფაკულტეტების დეკანები შეხვდნენ და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
თსუ-ში, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 7 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. სტუდენტებს საუნივერსიტეტო პროექტები და სერვისებზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
"დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოაბიჯა 7 200-მდე პირველკურსელმა. მე მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, მათ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, სტუდენტობის ეტაპი და მინდა, რომ ეს მათი მთელი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი იყოს. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ყველა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა, გაცნობითი შეხვედრა", - აცხადებს თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge