მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ეს არის "ნამახვანჰესი 2" - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე
ეს არის "ნამახვანჰესი 2" - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე

ეს არის "ნამახვანჰესი 2" - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 15:15|rustavi2.ge

"თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ", - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, კონკრეტულ ძალებს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები აშინებთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს საწინდარია.

"დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ კონკრეტულ ძალებს. იმიტომ, რომ, როგორც "ნამახვანჰესი", ასევე Eagle Hills-ი საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

სრულიად თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ. ხომ წარმოუდგენელი რაღაც არის - საქართველოში, 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ რიცხვიდან 0,3% - შვიდი ქვეყანა არაბული სახელმწიფოდან წამოსული ადამიანები არიან. 0,3% გამოდის მთლიანი მოსახლეობის. ან რა ლოგიკაზეა საერთოდ საუბარი? ეს არის "ნამახვანჰესი 2" - ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ეს რომ არ გაუვათ, იმ ადამიანების რაოდენობითაც ჩანდა, რომელიც გუშინ იყო. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, დიდი ხანია, ამაში ყველა დარწმუნდა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

რუსთავი 2

გამჭვირვალე გახადონ გაფორმებული ხელშეკრულებები - ლაშა ფარულავა Eagle Hills-ზე

გამჭვირვალე გახადონ გაფორმებული ხელშეკრულებები - ლაშა ფარულავა Eagle Hills-ზე

რუსთავი 2

ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება - გიორგი ჭანტურია

ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება - გიორგი ჭანტურია

რუსთავი 2

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

რუსთავი 2