მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი
ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი

ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 15:25|rustavi2.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა

"ბრალდების ვერსია ეხება იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და დავაფიქსირეთ შესავალ სიტყვაში, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა," - განაცხადა ადვოკატმა, დავით სიმონიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ლევან ახობაძის მიმართ წაყენებულ ბრალს დაადასტურებს.

"მტკიცებულებები, როგორებიც არის, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ სასამართლოში მათი მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები ვფიქრობთ, რომ დაადასტურებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება," - აღნიშნა პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა.

ახობაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც მოხელის მიერ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფულის მოთხოვნა/მიღებას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

რუსთავი 2

გამჭვირვალე გახადონ გაფორმებული ხელშეკრულებები - ლაშა ფარულავა Eagle Hills-ზე

გამჭვირვალე გახადონ გაფორმებული ხელშეკრულებები - ლაშა ფარულავა Eagle Hills-ზე

რუსთავი 2

ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება - გიორგი ჭანტურია

ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება - გიორგი ჭანტურია

რუსთავი 2

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

რუსთავი 2