მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 17:47|rustavi2.ge

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - შიო III-მ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

"აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრების, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, - აღნიშნა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აჭარის სულიერ როლზე, ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა. ხოლო, მიტროპოლიტ დიმიტრის, ეპარქიაში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, მათ შორის, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, ინტრონიზაციის შემდეგ, პირველად ჩამობრძანდა აჭარაში.

როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ანაკლიის, ფოთის და ბათუმის პორტები - კონკურენტები თუ ერთიანი საზღვაო სისტემის შემადგენელი სუბიექტები? | ანალიზიBM.GE
  • უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენსიმედი
  • ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალესტვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთავი 2

"პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და მიიმალა" - ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

"პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და მიიმალა" - ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

რუსთავი 2