მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობა
ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობა

ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობა

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 21:31|rustavi2.ge

ფრიდრიხ მერცის მარცხი და ალის ვაიდელის გამარჯვება - მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა, პარტიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა. საპირისპირო სურათია პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" შემთხვევაში, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი გააორმაგა და ლანდტაგში ხმების თითქმის 40% მოიპოვა.

მერცის პარტიამ პოზიციები ვერც ტრადიციულად ლიბერალური განწყობების ბერლინელ ამომრჩეველში შეინარჩუნა. ცესკოს მონაცემებით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების დაახლოებით მესამედი დაკარგეს, შედეგად პოლიტიკური ძალა დედაქალაქის მართვას ჩამოშორდება. ბერლინში პირველი ადგილი "მემარცხენეებმა" მოიპოვეს, მეორეზე "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" გავიდა, მესამე პოზიციაზეა "ალტერნატივა გერმანიისთვის".

ბოლო ერთ თვეში, საკვანძო რეგიონებში - საქსონია-ანჰალტში, ბერლინში და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში განცდილი მარცხის მიუხედავად, ფრიდრიხ მერცი პოსტის დატოვებას არ აპირებს. გამოკითხვების ბოლო შედეგებით კანცლერს 10%-იანი მხარდაჭერა აქვს, ამ ფონზე ის ეკონომიკური, საგადასახადო, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმების გატარებას გეგმავს.

ეკონომიკური სტრატეგია და საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". ალის ვაიდელის გუნდმა არალეგალი მიგრანტების გაძევების და საიმიგრაციო ნაკადების შეჩერების პირობა დადო. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და რუსული გაზის იმპორტის აღდგენას აანონსებს.

მედია წერს, რომ მზარდი რეიტინგის ფონზე, მთავარი ოპოზიციური ძალა სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნე გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პარტიის წევრებზე ქიმიური საშუალებით თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა 9 ადამიანი. ქვეყნის მაღალჩინოსნები და თავდაცვის მინისტრი კი "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გერმანიის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრა-მემარცხენე და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვესBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისიიმედი
  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთფორმულა
  • რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავსტვ პირველი
გერმანიის →

მსგავსი სტატიები

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

რუსთავი 2

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

რუსთავი 2

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

რუსთავი 2

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

რუსთავი 2