მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია - ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ დეზინფორმაციულ ნარატივად შეფასდა | Rustavi2
Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია - ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ დეზინფორმაციულ ნარატივად შეფასდა | Rustavi2

Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია - ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ დეზინფორმაციულ ნარატივად შეფასდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების წინააღმდეგ შემუშავებული გეგმის მიღმა გარე დირექტივებით მოქმედ "ალტ-ინფოს", "ნაციონალურ მოძრაობას" და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხედავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ჯერ ნამახვან ჰესის, ახლა კი Eagle Hills-ის 6 მილიარდ ნახევრიანი, საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი- მეგაპროექტის ჩაშლა და ეკონომიკური ბენეფიტების დაკარგვაა. სპიკერის თქმით, ნამახვან ჰესის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს კი 400 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.

ე.წ არაბიზაციის კამპანიაში ჩართულმა "ალტ-ინფომ", Eagle Hills-ის ინვესტიციის წინააღმდეგ აქციაც დააანონსა. აქციის ორგანიზატორებს და მათ მხარდამჭერებს გურამ ფალავანდიშვილმა ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი მედიით უთხრა, რომ ე.წ არაბიზაცია ტყუილია, რადგან საქართველოში არაბული ქალაქები არ შენდება. ფალავანდიშვილის თქმით, ამაზე მეტყველებს- 500 მშენებარე ბინიდან, არაბების მიერ ნაყიდი მხოლოდ 8 ბინა და ის სტატისტიკური მონაცემებიც, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში ეთნიკური მოსახლეობის მაჩვენებლების თანახმად, 7 არაბული ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 0,3 %-ა.

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ არაბული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ძირითადი ნაწილი სტუდენტია, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში ბრუნდება. ამის შესახებ დღეს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ლევან მამალაძის თქმით, მაშინ როდესაც მდიდარი არაბული სახელმწიფოებიდან, მათ შორის, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რეზიდენტებიც კი არ არიან საქართველოში - არაბიზაციაზე საუბარი პოლიტიკური მანიპულაციაა.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ არაბული ინვესტიციის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ლოგიკურია.

იEagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და მისი შინაარსი მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, ისევე როგორც ოპოზიციური ჯგუფების მიზანი. მეგა პროექტის ჩაშლის მცდელობებს და ცრუ კამპანიას- ეკონომიკის, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".

6 ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც თბილისსა და გონიოში- ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას გულისხმობს- საქართველოს ეკონომიკას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს, ბიუჯეტში კი ყოველწლიურად 700 მილიონ ლარს შეიტანს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ქვეყნის ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალიც. პროექტით, რომელშიც სახელმწიფო 33 პროცენტიან წილს ფლობს, ინვესტორთან ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, 24 ათასი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ქვეყანას დამატებით 8 ათასი მუდმივად დასაქმებული ეყოლება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

რუსთავი 2

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

რუსთავი 2

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

რუსთავი 2

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

რუსთავი 2