მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვა

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 21:04|rustavi2.ge

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა ვალერი ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა" ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, ჯერ კიდევ ივნისში ის არჩევნების ჩატარების შემოთავაზებით გამოვიდა. იგი მიიჩნევს, რომ მათი ორგანიზება ომის დასრულებამდეც შესაძლებელია – ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ ზელენსკი თავდაპირველად მზად იყო ასეთი სცენარისთვის, თუმცა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო შეცვალა.

ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან არჩევნების ჩატარების იდეის საჯაროდ პოპულარიზაცია დაიწყო, მას არ მიუღია რაიმე შეთავაზება მისი პოლიტიკური პროექტის პირდაპირ დაფინანსებაზე, თუმცა, მისი თქმით, „ბევრი დაინტერესებული მხარე იყო“.

ზელენსკის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „უკრაინსკა პრავდასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ფედოროვს დღეს პოლიტიკურ ოპონენტად აღიქვამენ, კერძოდ, პრეზიდენტის მიმართ მისი პოზიციის გამო. წყაროს თქმით, ოპოზიციის ნაწილიც ფედოროვში ზალუჟნის კონკურენტს ხედავს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმაიმედი
  • 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრიBM.GE
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებსნეტგაზეთი
მინისტრი →უკრაინის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

ელისო ვირსალაძე თელავის სცენაზე - ლეგენდარულმა პიანისტმა საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გახსნა

რუსთავი 2

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

რუსთავი 2

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა

რუსთავი 2

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

რუსთავი 2