მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება, მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან "შიგევროპელობის" საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება, მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან "შიგევროპელობის" საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

რუსთავი 221 სექტემბერი, 2026, 22:53|rustavi2.ge

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, გველესიანმა მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ,,ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ”.

შაქარიშვილის განცხადებით, ,,შიგევროპელებს” ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, მედიები და ამ მწარე ფრუსტრაცის გამო, ისტერიული რეაქცია აქვთ გველესიანის ნათქვამ სიმართლეზე.

"გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება.გიორგი გველესიანმა თქვა სიმართლე, მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ. ეს იყო „ისტორიის სწორ მხარეს“ გადასასვლელი ერთგვარი ბილეთი. ზოგი ბულინგს ექვემდებარებოდა, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგს კომპრომატებს ახსენებდნენ, ზოგი კი, ვისაც სიკვდილზე მეტად ყოველთვის „გოიმობის“ ეშინია, საკუთარი ნებით კეკლუცობდა ფსევდო-ტრენდების წინაშე. მართალია ძალიან რთული წლები გავიარეთ, არაერთი რევოლუციური მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე ამოვიდა და მიმდინარეობს საბოლოო გადარეცხვის პროცესი. როდესაც საუბარია ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, აგენტურულ ძალებთან ერთად, მათ მიერ აგრესიული მდაბიოებისგან ხელოვნურად შექმნილი „ელიტის“ გასტუმრებაც იგულისხმება. ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, საკუთარ პლატფორმებად გადაქცეული ნაცმედიები, და გრძნობენ, რომ ბუნებრივ ადგილს უბრუნდებიან(ბუღაძის და ამაღლობელის ტუალეტს) არადა პირიქით ეუბნებოდნენ - აი სულ ცოტა დაგვრჩა და ჩამოვშლით ხელისუფლებასო... მაგრამ მწარე ფრუსტრაცია განიცადეს და დღეს იმიტომაც აქვთ ისტერიული რეაქცია გველესიანის ნათქვამზე და ზოგადადაც იმიტომაც არი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმე,” - წერს ვატო შაქარიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პარტიების აკრძალვა არის არასწორი" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"პარტიების აკრძალვა არის არასწორი" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

რუსთავი 2

ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის 5 მცდელობა 4 წელიწადში, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისას არ იშლის - არჩილ გორდულაძე

ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის 5 მცდელობა 4 წელიწადში, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისას არ იშლის - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 2

დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი - არჩილ გორდულაძე 

დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი - არჩილ გორდულაძე 

რუსთავი 2

გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს - არჩილ გორდულაძე

გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს - არჩილ გორდულაძე

რუსთავი 2