მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი | Rustavi2
საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი | Rustavi2

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ოპოზიციის მიერ არჩევნებსა და პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან რაიმე პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, რადგან ამომრჩეველს შანსი სწორედ იმ პოლიტიკურმა ძალებმა ჩამოართვეს, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს

"დავიწყებ აი ბოლო დასმული საკითხიდან, რაც ბატონმა არჩილმა ( გამზარდია) გააჟღერა - 61 მანდატთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ, ამ პროცესის გათვალისწინებით, ვართმევთ შესაძლებლობას პოლიტიკური არჩევანისა.

ჩვენ კი არ ვართმევთ ქართველ ამომრჩეველს ამით რაიმე შანსს, არამედ სწორედ იმ პარტიებმა, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" (მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს ტერმინი ჟარგონია, კონსტიტუციურ სამართალშიც არის ამაზე საუბარი და პოლიტიკური საუბრისას ამის გამოყენება პრობლემა არ არის), გამოაცხადეს ბოიკოტი.

რაც შეეხება 61 მანდატს, სწორედ ამ პარტიებმა ბოიკოტი პარლამენტს და დემოკრატიულ პროცესს კი არ გამოუცხადეს, არამედ ყველაზე მეტად მათივე ამომრჩეველი დაჩაგრეს. იმიტომ, რომ დატოვეს სახტად. 61 მანდატი - როგორც თქვენ თვითონვე ავითარებდით რიტორიკას პარლამენტისთვის არ არის მცირე შემადგენლობა, რომელმაც ადგილზე შეიძლება ბევრი პროცესი განავითაროს, თუნდაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასე შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული. მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს.

ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ მათ ანალოგიური რეიტინგი აქვთ, თუნდაც რაც გააჩნდათ 2024 წელს არასწორი და გადაჭარბებულია. 2025 წელს ბევრმა მათგანმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც კი აღარ მიიღო.

რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გადაჭარბებული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რა შიდა პრობლემებიც წარმოიშვა ამის შემდგომ და გასაგებია, რატომაც მძლავრობს ეს დაპირისპირება ყოველდღიურად,"- აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • დონალდ ტრამპი: სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. ეს სასაცილო და უსასრულო ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესიმედი
  • ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირიBM.GE
  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ქართველი ხალხი იმსახურებ და ნამდვილად დაიბრუნებს ოპოზიციურ ფლანგზე ოკუპირებულ პოლიტიკურ ველს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ - არჩილ გორდულაძე 

ქართველი ხალხი იმსახურებ და ნამდვილად დაიბრუნებს ოპოზიციურ ფლანგზე ოკუპირებულ პოლიტიკურ ველს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ - არჩილ გორდულაძე 

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 22 სექტემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 22 სექტემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რუსთავი 2

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

რუსთავი 2

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

რუსთავი 2