მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

რუსთავი 222 სექტემბერი, 2026, 00:23|rustavi2.ge

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.

საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • Paramount-მა Warner-თან $110-მილიარდიანი გარიგების დასასრულებლად ამერიკულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატიტვ პირველი
  • მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდებაიმედი
  • 4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებაფორმულა
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ქართველი ხალხი იმსახურებ და ნამდვილად დაიბრუნებს ოპოზიციურ ფლანგზე ოკუპირებულ პოლიტიკურ ველს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ - არჩილ გორდულაძე 

ქართველი ხალხი იმსახურებ და ნამდვილად დაიბრუნებს ოპოზიციურ ფლანგზე ოკუპირებულ პოლიტიკურ ველს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ - არჩილ გორდულაძე 

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 22 სექტემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 22 სექტემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რუსთავი 2

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი

რუსთავი 2

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

რუსთავი 2