მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ღვაწლი ფასდაუდებელია, ხოლო ხელისუფლების პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებასა და მომავალი თაობებისთვის ნათელი მომავლის შექმნას ემსახურება.

"ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. დღეს, როდესაც ჯვართამაღლება აღინიშნება, ყველანი ერთად ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ბიჭებს, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე გაიღეს და თავი შესწირეს ჩვენ სამშობლოს. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი-ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე; პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს და ვფიქრობთ მომავალზე. ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკა ემსახურება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებას, რათა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს ერთიანი სამშობლო და ნათელი მომავალი ჰქონდეთ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2