მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

კრიმინალი ბავშვებში - საკითხი ისევ მართლმსაჯულების გამოწვევად რჩება.

ბოლო რამდენიმე კვირაში ქურდობის ბრალდებით, კიდევ 6 მოზარდი დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში სავაჭრო ობიექტებს ძარცვის და ქურდობის ფაქტები ჩანს. დაკავებულების ნაწილს ქუჩიდან მოტოციკლის და მიკროავტობუსის გატაცებასაც ედავებიან. ამ ქმედებებით მიღებულმა ზარალმა 30 000-ს ლარს გადააჭარბა.

6 დაკავებულს შორის 3 წარსულში ნასამართლევია.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ბიზნესს თავის ტკივილად ექცა. გასულ წელს, სავაჭრო ობიექტებისთვის მიყენებულმა ზიანმა 20 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საზოგადოებრივი დამცველები კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს ყველაზე ხშირად იცავენ. იციან დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა. კრიმინალში ჩაბმულმა მოზარდებმა კარგად იციან, რომ მართლმსაჯულება შეღავათებს უწესებთ და ამით ხშირად სარგებლობენ. სპეციალიზებული ადვოკატი ქურდობის მსხვერპლი თავადაც გამხდარა.

არსებობს ჩანაწერი, რომელიც უკვე გახსნილი საქმიდან არის - მამაკაცი ბავშვს ქურდობის დავალებას აძლევს და ემუქრება.

სრულწლოვან დამნაშავეებს კრიმინალურ გზაზე, სავარაუდოდ, ბევრი ბავშვი დაუყენებიათ. ერთ ასეთ ისტორიას "კურიერი P.S."-ს მშობელი უყვება.

რამდენიმე თვის წინ სასჯელი გამკაცრდა - არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანაშაულის სქემაზე გვიყვება.

ახალგაზრდა კრიმინალს, როგორც გამოწვევას, სახელმწიფომ ახალი კანონებით უპასუხა. მთავარი ამოცანა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაცია და სოციალიზაციაა.

გერმანული მოდელის ანალოგით, კრიმინალში ჩაბმულ ბავშვებზე რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი ზრუნავს. რას გულისხმობს ზრუნვის კომპონენტი - "კურიერი P.S."-სს იუსტიციის სამინისტრომ წერილობით განუმარტა.

ზრუნვა-რეაბილიტაციის სახლში არასრულწლოვანი 6 თვიანი ვადით იცხოვრებს, საჭიროების შემთხვევაში ვადა მაქსიმუმ 2 წლამდე გაიზრდება. მოზარდებზე მონიტორინგი კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

რა შედეგს მოიტანს ცვლილებები, როგორ უპასუხებს გამოწვევას ახალი მიდგომა - მთავარი მიზანი კრიმინალზე გამარჯვება და მასში ჩართული ბავშვების ნათელი მომავალია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2