მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კვლავ შეფასების საგანია. "ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს.

უმრავლესობაში გარე დავალების შესრულებაზეც აკეთებენ აქცენტს. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები კონფლიქტისა და სიძულვილის ენის გაღვივებას ემსახურება მიზნად.

"ნიკა გვარამიას განცხადებები, მანამდე ბარამიძისა და მათი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენლის პათოსი ემსახურება არა ეროვნულობასა და შერიგების პოლიტიკას, არამედ კონფლიქტისა და სიძულვილის ენის დათესვას, რადგან ეს ადამიანები არიან მართულები", - განაცხადა ზურაბ რურუამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს" - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კარგ მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. გვარამია ასევე ამბობს, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან და ამას სიყვარული ვერ შეცვლის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2