მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ელექტრონული საფულის ანგარიში შექმნა.

"შემდგომში იგი უნებართვოდ ჩაერია კომპიუტერულ სისტემაში და სხვა ანგარიშიდან მის მიერ შექმნილ ელექტრონულ საფულეზე მართლსაწინააღმდეგოდ დააგენერირა და ასახა 73 000-მდე ლარი, რომელიც შემდგომ თავადვე განკარგა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ იფნრომაციაში

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2