მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეერთებულ შტატებთან ბრძოლის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობაზე ჯერ უარს არ ამბობს, - ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

"ჩვენ სრულად მზად ვართ ომის განახლებისთვის და, ვიმეორებ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე, თუნდაც ეს აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს", - აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ისინი დიპლომატიისთვისაც მზად არის.

"ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა", - განაცხადა აბას არაღჩიმ.

გასულ კვირას, ირანმა ახლი შეთანხმება წამოაყენა, რომლის მიხედვითაც 7 დღის ვადაში გაიხსნებოდა ჰორმუზის სრუტე და აღდგებოდა ნორმალური გადაზიდვები გლობალური ნავთობმომარაგებისთვის; წინადადება შეერთებულ შტატებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, კატარის მეშვეობით გადაეცა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

ტრამპმა შაბათს თქვა, რომ მან ეს წინადადება უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა: მე მათი შეთანხმება უარვყავი. მათ სურთ ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვითაც, ისინი დაუყოვნებლივ გახსნიან სრუტეს, რადგან გამანადგურებელ ზიანს იღებენ.

არაღჩიმ კვირას განაცხადა, რომ, ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, უარი ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ჯერ ოფიციალურად არ გადაუციათ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2