მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, არავის ეპარება ეჭვი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ხელს უშლიან ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, რადგან ეს დავალება აქვთ მიღებული.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაიგოს, რომ არანაირ ევროკავშირს და არანაირ ალიანსში გაერთიანებას აზრი არ აქვს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

"არავის ამაში ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად. გვარამიას განცხადებას მოჰყვა გვარამიას განცხადება, შემდეგ სააკაშვილის განცხადება, შემდეგ ისევ გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება, ეს კეთდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული. ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაიგოს, რომ არანაირ ევროკავშირს და არანაირ ალიანსში გაერთიანებას აზრი არ აქვს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ აფხაზეთის თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, ისევ გაიმეორა, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან, მანამდე ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, კარგი მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2