მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის ვრცელ წერილს, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს.

გიგა ფარულავას განცხადებით, პარტიას "საქართველოსთვის" თავის დღის წესრიგი აქვს და მათ გადაწყვეტილებებს არავითარი კავშირი არ აქვს სხვა ოპოზიციური პარტიებისა თუ გაერთიანებების გადაწყვეტილებებთან.

"ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჩვენი დღის წესრიგი. 4 ოქტომბერს, მანამდეც, როდესაც უკვე დაიწყო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და როდესაც ვნახეთ, რომ საჭირო იყო პოლიტიკური პროცესების სხვა ეტაპზე გადასვლა, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით პარლამენტში.

აქ სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს ავრცელებს და საუბრობს გარე ძალების მიერ, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგების მცდელობებზე, ამ პროცესში NGO-ბის როლზე და ახალი პარტიების, მათ შორის გახარიას პარტიის ხელოვნურად გაჩენაზე.

მისი თქმით, ეს ძალები ერთიანი ვერტიკალით იმართებიან და მიზნად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისახავენ. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე ძალების და მათი გეგმების ლუსტრაცია ორ ფუნდამენტურმა საკითხს, გამჭვირვალობის და ანტი-LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს მოჰყვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2