მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

"ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2