მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი დივერსიული აქტებისა და ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან, რათა ბლოკის რეაგირების მექანიზმები გააძლიერონ, - წერს Euronews.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, სადაზვერვო მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთი ევროპის მასშტაბით ახალ დივერსიებს გეგმავს. მისი თქმით, ეს თავდასხმები მიმართულია ევროპული დემოკრატიის წინააღმდეგ, რათა საზოგადოებებში განხეთქილება შეიტანონ და შიში დათესონ, რათა ევროპამ უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

გამოცემის ცნობით, ახალი „საგანგებო უსაფრთხოების პროტოკოლი“, რომელსაც კაია კალასისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ამუშავებენ, საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, ჰიბრიდული საფრთხის იდენტიფიცირებისას დროულად იმოქმედონ და რეაგირება ერთობლივად შეაჯერონ. მექანიზმი დაფარავს იმ ინციდენტებსაც, რომლებიც „შეიარაღებული აგრესიის ზღვარს ქვემოთაა“, თუმცა მაინც სასწრაფო პასუხს მოითხოვს.

ინიციატივების დაჩქარების მიზეზი, ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებიც გახდა, მათ შორის პარასკევს ფინეთის ყურეში რუსული თვითმფრინავის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო, რასაც ფინური და შვედური მხრიდან გამანადგურებლების აფრენა მოჰყვა. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა აღნიშნა, რომ ევროპამ და ნატომ ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად „უფრო დიდი ზომები“ და „მჭიდრო კოორდინაცია“ უნდა აამოქმედონ. თავის მხრივ, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ მოსკოვის სტრატეგია - შეაშინოს უკრაინის მოკავშირეები - განწირულია მარცხისთვის, რადგან ევროკავშირი კიევის მხარდაჭერასა და სანქციების გამკაცრებას აგრძელებს.

პარალელურად, დანიის სამხედრო დაზვერვის ცენტრმა გააფრთხილა, რომ ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსული სამხედრო ქმედებების რისკი იზრდება, თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა. ესპანური მედიის ცნობითაც, რუსეთი შესაძლოა ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგ დრონებით ოპერაციებს ამზადებდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ევროკავშირის პირველი თავდაცვითი მზაობის ანგარიში, რომელიც აფრთხილებს, რომ ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად საკმარისი სისწრაფით არ შეიარაღდება, ამიტომ წევრმა ქვეყნებმა საჰაერო თავდაცვის, სახმელეთო და საზღვაო ძალების ხარვეზები სასწრაფოდ უნდა აღმოფხვრან.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

რუსთავი 2

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

რუსთავი 2

ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე

ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე

რუსთავი 2