მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ამ საქმეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერცერთი დაზარალებული სასამართლოში ვერ წარმოადგინა.

"არანაირი მოლოდინი ასე არ გვქონია, უბრალოდ, სამართლებრივად, ის გზა უნდა გავიაროთ, როგორც სააპელაციოში, ისევე საკასაციო სასამართლო. არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. დაზარალებულები ამ დანაშაულს საერთოდ უარყოფდნენ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, განმეორებით უნდა მომხდარიყო დაკითხვა. ბრალდების მხარემ ვერცერთი დაზარალებული სასამართლოში ვერ წარმოადგინა. ფაქტია, რომ ეს ადამიანი გაიცვალა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მეგის ქარდავა, სხვადასხვა ბრალდებით, სისხლის სამართლის 11 საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. ის 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს საქართველოს გადმოსცეს. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდა

რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდა

რუსთავი 2

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

რუსთავი 2

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

რუსთავი 2