მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ყველაფერი, რაც პოსტში მაქვს გამოქვეყნებული, არის ფაქტების კონსტატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა იტყუოს გახარიას პარტია, ამ ფაქტებს ვერ გაექცევა. ყველაზე კარგად ჩვენმა საზოგადოებამ იცის ეს ფაქტები", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რითაც საკუთარ Facebook პოსტს გამოეხმაურა.

როგორც ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე აქტორების დავალებით, პარტია "ლელო" და "საქართველოსთვის" ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის თამაშში შემოყვანილი.

"საზოგადოებამ ისიც იცის, რომ, "ნაცებთან" ერთად, მათ მოღალატეობრივ წერილს მოაწერეს ხელი და გააგზავნეს ბრიუსელში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ბრიუსელს ეხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას.

საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ, გარე მითების მიხედვით, გახარიას პარტია გაიქცა, როდესაც ვიღებდით ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს. გახარიას პარტიასაც მოუწია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დამდგარიყო.

საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს და ზუსტად ეს არის ის განაჩენი, რომელიც გამოუტანა ქართულმა ხალხმა, როდესაც მას გაუმესამედა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წლის არჩევნებზე.

ე.წ. ნეიტრალური, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის სწორედ თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია და მაგიტომ ცდილობენ მათი გარე ბატონები, რომ ეს ორი პარტია გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან".

გააგრძელებენ გარე ძალები ამ სტრატეგიით მუშაობას. 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ "ლელოზე" და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2