მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - "ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის" იმართება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

კონფერენციას ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკო პელეშმა. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - "ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის" 27-29 სექტემბერს იმართება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გაესმება საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებსა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2