მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის წერილს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, "ლელოს", გახარიას პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა არსებობს საკითხები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე პარტიებსაც უწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და ეს "აპრობირებული მეთოდია".

"ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ თანამშრომლობაზე, ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა. ეს აპრობირებული მეთოდია ყველა სხვა ქვეყანაში, იგივე, მაგალითად, მოლდოვაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს ავრცელებს და საუბრობს გარე ძალების მიერ, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგების მცდელობებზე, ამ პროცესში NGO-ბის როლზე და ახალი პარტიების, მათ შორის გახარიას პარტიის ხელოვნურად გაჩენაზე.

მისი თქმით, ეს ძალები ერთიანი ვერტიკალით იმართებიან და მიზნად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისახავენ. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე ძალების და მათი გეგმების ლუსტრაცია ორ ფუნდამენტურმა საკითხს, გამჭვირვალობის და ანტი-LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს მოჰყვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2