მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი კი, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება, საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილეს.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს პირველად ვიხილავთ კონსოლიდირებულ ანგარიშებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

მანამდე ფინანსური აუდიტი თითოეულ სამინისტროში ინდივიდუალურად ტარდებოდა.აუდიტის პერიოდი მოიცავს 2024 - 2025 წლებს და 10 სამინისტროზე გაცემულია 49 რეკომენდაცია. განხილვა წარიმართა საქმიან და კონსტრუქციულ რეჟიმში. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაიზიარეს სამინისტროებმა. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გრაფიკი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2