მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა
საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

რუსთავი 228 სექტემბერი, 2026, 17:41|rustavi2.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დედაქალაქში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ცხოველთა მეპატრონეებს საშუალება ჰქონდათ, აეცრათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ცხოველის მოვლის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმ აუცილებელი პროცედურების შესახებ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი იაკობაშვილთან ერთად დაესწრო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თითოეული რგოლის ჩართულობა დაავადების პრევენციისთვის.

"დღეს, 28 სექტემბერს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცოფის შესახებ იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ცოფის საწინააღმდეგოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ, რომ ცოფის პრევენცია და დამარცხება შესაძლებელია ვაქცინაციით და შეგვიძლია შევუერთდეთ მსოფლიო გამოწვევას, რომელიც 2030 წლისთვის ძაღლისგან ცოფის გადადების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს", - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ გატარებული თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

"სააგენტოს ვეტერინარები ყოველწლიურად ცოფის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 300 ათას შინაურ ცხოველს ცრიან. ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლინება 2013 წელთან შედარებით თითქმის 80%-ით არის შემცირებული. ამავდროულად, სააგენტო ახორციელებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის რეგულირებას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ცოფის აღმოფხვრასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი, ვეტერინარული კლინიკებისა და კინოლოგთა ფედერაციის წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი, ვეტერინარული კლინიკებისა და კინოლოგთა ფედერაციის წარმომადგენლები.

ვაქცინაციის პარალელურად, გაიმართა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და უკავშირდება ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს, რომელმაც 1885 წელს ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს მთავარი გზავნილია - "ერთად უფრო ძლიერები", რაც ცოფის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობას გულისხმობს.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველა მსურველს საშუალება ექნება, მიიყვანოს და აცრას თავისი ოთხფეხა მეგობარი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებში.მისამართები იხილეთ:

https://www.facebook.com/National.Food.Agency/posts/pfbid02oCDp1qFnv6Q3PEK4abVGUUyRSUGxsLZRtfvxar97MYUiJ8K395i3Yh9UVK3CvZGsl

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

რუსთავი 2

"დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადება

ირაკლი კირცხალია გვარამიას განცხადებაზე: ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული

თორნიკე ფაღავა: მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია