მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და აგვისტოს ომის მოვლენებზე თქვა, რომ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად და მის მოსაკლავად.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, სააკაშვილი ომის თემებით სპეკულირებს და რეალობის შეცვლას ცდილობს.

"ქართული ოცნება" ექსპრეზიდენტს ახსენებს ევროსაბჭოს რეზოლუციას, ტალიავინის დასკვნას და საგამოძიებო კომისიის მასალებს, რომლებიც, მათი თქმით, სააკაშვილის და მისი გუნდის მოღალატეობრივ პოლიტიკას ადასტურებს.

"მოღალატე სააკაშვილს და მის მოღალატეობრივ პარტიას რამდენჯერმე აქვს საკუთარი ღალატი აღიარებული 2008 წელს. ეს იქნება 2008 წელსვე, ომის დამთავრებიდან ძალიან მალევე, იმ ცნობილ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც საკუთარ ჯარს დააბრალა ცხინვალის დაბომბვა. ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელზედაც მოაწერეს ხელი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და, რა თქმა უნდა, ბოლოს საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალები, სადაც პირდაპირ და თვალნათლივ ჩანს, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წელს, ომის დაწყებამდე.

გამართლება ვერ ექნება დაპყრობას და ინტერვენციას, რაც განახორციელა რუსეთმა, და ეს არის უდიდესი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა, სააკაშვილის ღალატი, მისი მილიტარისტული განზრახვები და ის სწრაფვა, ნაბიჯები, რამაც ეს ინტერვენცია, საბოლოო ჯამში, 2008 წლის 8 აგვისტოს გამოიწვია.

ასე რომ, ახლა რომ ნიანგის ცრემლებით ტირის და ამბობს, თითქოს ორი სოფლის და სამი სოფლის დაპყრობა კი არა, მის მიმართ იყო ეს ყველაფერი, ეს აგრესია განხორციელებული, ეს არის სრული აბსურდი და ტყუილი. აგრესიას ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი უმძიმესი შედეგი და მიზანი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2