მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტრებიუკს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციასთან (COP) დაკავშირებული საკითხების და გარემოსდაცვითი მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვასა და სათბური გაზების ემისიების შემცირებაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის და ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების მნიშვნელობის საკითხებს.

"მადლობას მოგახსენებთ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელება სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP) გლობალური საზოგადოება კლიმატური გამოწვევების გადასაჭრელად ერთიანდება. კონფერენციის მთავარ მიზანს გლობალური დათბობის შეჩერება, პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სათბური გაზების ემისიების შემცირება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესარბილებლად ფინანსური თუ ტექნოლოგიური რესურსების მობილიზება წარმოადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი იზაბელა კასტროჯოვანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2