მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.

"ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი - თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თითოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვისაუბროთ ხალხზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს.

მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინაში თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს - აგენტურის დავალების შესრულება", - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

დემნას პრაგმატული ფუფუნება, დევიდ კომას მზის ჩასვლის რომანტიზმი და გალიბ გასანოვის "ავანგარდული ურბანიზმი" - ქართული დღეები მილანის მოდის კვირეულზე

რუსთავი 2

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

რუსთავი 2

ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე

ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე

რუსთავი 2