მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ე.წ. კასრების საქმეზე, მეგის ქარდავა დამნაშავედ სააპელაციო სასამართლომაც ცნო. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო, ამ საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დაცვის მხარე მტკიცებულებების არარსებობაზე აპელირებს. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში, პროკურორის ინფორმაციით, დევს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამებასა და გაუპატიურების ორგანიზებაში ხელს სწორედ მეგის ქარდავას ადებენ.

ე.წ. კასრების საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც 2013 წლის ივნისში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის ტერიტორიაზე მიწაში დამარხული 8 კასრის აღმოჩენის შედეგად გამოვლინდა. სამართალდამცველებმა კასრებში დიდი რაოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინეს. ე.წ. კასრების საქმის გარდა, მმართველმა გუნდმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი არაერთი დანაშაული გაიხსენა.

"ნაციონალური მოძრაობა" მეგის ქარდავას არცერთ საქმეზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ამ და სხვა რეზონანსული საქმეებისგან გამიჯვნას ცდილობს

ე.წ. კასრების საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სახეა "ქართული ოცნებისთვის". სახელისუფლებო პარტიაში დღეს, მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თქვეს, რომ მეგის ქარდავა იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც საზოგადოების დაშინებისა და წამების დავალებებს ასრულებდა.

მეგის ქარდავა სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იძებნებოდა. ის 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს საქართველოს გადმოსცეს. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, ე.წ. ციხის ბუნტის, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2