მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. მხოლოდ ბოლო ერთ დღეში 14 000-ს ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რქაწითელი, საფერავი - საღვინე ჯიშის ყურძენი აქტიურად იკრიფება რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში. მოსავალი უკვე 7 000-მდე მევენახემ დააბინავა.

8 000-წლიანი ტრადიცია გრძელდება - ოჯახებმა ქვევრები და საწნახელი წინასწარ მოამზადეს. მოსავლის ნაწილი საოჯახო მარნებისთვის იკრიფება, დანარჩენი კი ღვინის ქარხნებში ბინავდება. საწარმოებში უკვე 100 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მთავარი აქცენტი მაღალი ხარისხის კახური ღვინის დაყენებაზე კეთდება. ამ ეტაპზე გადამუშავებული მოსავლის მხოლოდ 0,7 %-ია უხარისხო და მკვახე. უმეტესი ნაწილი კი მაღალი ხარისხის მაჩვენებლებით შეფასდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის საწარმოა რეგისტრირებული.

წელს კახეთში რეკორდული რაოდენობის ყურძენი იკრიფება. მევენახეები მოსავალს კერძო კომპანიებთან ერთად, სახელმწიფო საწარმოს კუთვნილ 22 მიმღებ პუნქტში აბარებენ. აქტიურად მუშაობს სუბსიდირების პროგრამაც - ყურძნის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცილებული ფასებია დაწესებული.

რთველს 24-საათიან მონიტორინგს სპეციალური საკოორდინაციო შტაბი უწევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანი ღვინის სექტორის განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაა. სულ მალე რთველი კახეთიდან მეზობელ რეგიონებში გადაინაცვლებს, მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ტრადიციულად რაჭაში დასრულდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2